თეგი: ჰუმანიტარული ტვირთი

უკრაინაში საქართველოდან ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. ვიდეო

უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა.       მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება - გაიგზავნა სისხლის კომპონენტები და ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.   ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაესწრნენ.   საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ ლიუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს.   მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური იმყოფებოდნენ.  

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. იფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში დასაწყობდა, ხოლო დასავლეთის ტვირთმა ფოთის ტერმინალში მოიყარა თავი. კოორდინაციის პროცესს თბილისში, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მერაბ გამყრელიძე ხელმძღვანელობდა, ფოთში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი. მთელი საქართველს მასშტაბით შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო

თბილისის მერიის ეგიდით უკრაინის დასახმარებლად შეგროვებული 50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ბელიაშვილის ქუჩაზე გახსნილი ჰუმანიტარული დახმარების პუნქტიდან ტვირთის ტრანსპორტირების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ბიზნესსექტორს, რომელიც ჩართულია ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. ასევე, მადლობა რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერა გადაწყვიტეს. ამ პროცესში ყველაზე რთული გახდა ლოგისტიკა, თუმცა, ეს საკითხიც მოგვარდა. პროდუქტების ის ნაწილი, რაც ოფიციალურად მოგვაწოდეს, „წითელი ჯვრის“ საშუალებით გაგზავნილია. გარდა ამისა, მოსახლეობის მიერ მოტანილი, საბუთების გარეშე არსებული პროდუქტების ლოგისტიკასაც უზრუნველვყოფთ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მძღოლებზე და მათი მეშვეობით გავა ტვირთი უკრაინაში, ქალაქ ჩოპში. აქედან მიიტანენ კონკრეტულ წერტილებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მერიის მიერ შექმნილ ანგარიშზე უკვე მილიონ ლარზე მეტი თანხაა შეგროვებული. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე: თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ

აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი ფინანსური რესურსი უკრაინის დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების დასახმარებლად. პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს სამედიცინო ნივთებს, მედიკამენტებს, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული მოქალაქეები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო  

საქართველოს საბანკო ასოციაცია: უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ

საქართველოს საბანკო ასოციაცია უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს საბანკო სექტორის მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საბანკო ასოციაციის სახელით, თბილისში უკრაინის საელჩოსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კოორდინაციით, უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. „საქართველოს საბანკო სექტორი სოლიდარული და ერთიანია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამ მიმართულებით სექტორმა არაერთი ნაბიჯი გადადგა და განაგრძობს ძალისხმევას: ჰუმანიტარული მიზნებისთვის ქართულ ბანკებში შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიშები, რომლებშიც თავმოყრილი თანხა იგზავნება უკრაინაში შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშებსა და აგრეთვე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანგარიშებზე. უკრაინის მიმართულებით საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადარიცხვების განხორციელება ზოგიერთ ბანკში უფასო გახდა და გადარიცხვის საკომისიოს ბანკები დაფარავენ. ასევე, ზოგიერთ ბანკში უფასოა საერთაშორისო ფულადი გზავნილები უკრაინის მოქალაქეებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აჭარიდან ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი დღეს აჭარიდან გაიგზავნა. ჰუმანიტარული დახმარების მობილიზების პროცესში ჩართული იყო აჭარის მთავრობა, მუნიციპალიტეტები, მოქალაქეები. პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვდა ტვირთი. ამასთან, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას ორგანიზებას აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევდა. ასევე წაიკითხეთ: ილია მეორი: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

ილია მეორე: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. „ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის. პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კვლავ გაიგზავნება", - განაცხადა პატრიარქმა. ასევე წაიკითხეთ: თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო

მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება

მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. იმერეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით სამედიცინო დახმარების საგნები, მედიკამენტები, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორები და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებია შეძენილი. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით, შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები ტკბილეული და ტანსაცმელი. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი. პრემიერის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ტვირთი უკვე გაიგზავნა, ხოლო მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან 50 ტონაზე მეტი ტვირთი შეგროვდა, მათ შორის 40 ტონა იმერეთის რეგიონიდან გაიგზავნება.

უკრაინის ფოსტა: უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა

უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო უკრაინის სახელმწიფო ფოსტის “Ukrposhta“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. „უკრპოშტის“ მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი - 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა რამდენიმე კვირის წინ. უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა. უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, “საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით. ასევე, “საქართველოს ფოსტის” თანამშრომლებმა, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის “Ukrposhta” თანამშრომლებს, სოლიდარობის ნიშნად, გაუგზავნეს ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათი. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოდან უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქცია, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები გააგზავნა“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.